ყლაპვის შიში

ყლაპვის შიში

რა არის ფაგოფობია?

ფაგოფობია გადაყლაპვის შიშია.

ფაგოფობია ხშირად ერევათ ფსევდოდისფაგიაში (დახრჩობის შიში). ამ ორ ფობიას შორის განსხვავება ისაა, რომ ფაგოფობიის მქონე პირს უშუალოდ ყლაპვის ეშინია, ხოლო ფსევდოდისფაგიის დიაგნოზის დროს ადამიანი ყლაპვას ერიდება დახრჩობის შიშის გამო.

ფაგოფობია გაქვთ თუ ერიდებით მედიკამენტის მიღებას, სითხისა და საკვების გადაყლაპვას.

ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ჭამამდე შფოთვა;
  • საჭმელს ყოფთ მცირე ნაჭრებად და ჭამის დროს ხშირად სვამთ წყალს;
  • ყლაპვის პროცესში შფოთვის ეპიზოდები და შიში;
  • პანიკური შეტევა;
  • აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა;
  • სხვების თანდასწრებით ერიდებით ჭამას;
  • ოფლიანობა;
  • რაციონში თხიერ საკვებს რთავთ, რადგან ფიქრობთ ამ გზით გაცილებით მარტივად ჩაყლაპავთ;
  • წონის კლება.

ფაგოფობია საყურადღებო ფობიაა და აუცილებელია მისი მართვა, რადგან არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში იზრდება ჯანმრთელობის პრობლემების რისკი; თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიიღებს საკვებსა და სასმელს, შესაძლოა განუვითარდეს გაუწყლოება, დაიკლოს საჭიროზე ზედმეტი კილო, ჩამოუყალიბდეს კვებითი უკმარისობა.

 

წყარო:    

https://www.verywellmind.com/what-is-the-fear-of-swallowing-2671906