როგორ ამოვიცნოთ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა?
ენდოკრინული დარღვევა არის ნებისმიერი ის დაავადება, რომელიც ენდოკრინულ სისტემასთან ან ენდოკრინულ ჯირკვალთანაა დაკავშირებული.
დარღვევა ყალიბდება მაშინ, როდესაც ენდოკრინული სისტემის ერთი ან მეტი უბანი სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს. ჯაჭვური რეაქციის ფონზე ორგანიზმში კონკრეტული ჰორმონების რაოდენობა ნორმაზე მეტი ან ნაკლებია, ან სხეული აღარ რეაგირებს სპეციფიკურ ჰორმონებზე - საბოლოო ჯამში ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დარღვევის მიზეზია თირკმელზედა ჯირკვლის, პანკრეასის, ჰიპოფიზის ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო, არაადეკვატური ფუნქციონირება.
გავრცელებული ენდოკრინული დაავადებებია:
- პროლაქტინომა;
- ჰიპოთირეოზი;
- ჰიპერთირეოზი;
- ჰაშიმოტოს დაავადება;
- გრეივსის დაავადება;
- კუშინგის სინდრომი;
- ედისონის დაავადება;
- აკრომეგალია;
- შაქრიანი დიაბეტი.
სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია იმაზე თუ ენდოკრინული სისტემის რომელი ნაწილი დაზიანდა, რომელი დარღვევა განვითარდა.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა;
- მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- შიმშილისა და წყურვილის მომატებული გრძნობა;
- გულისრევა და ღებინება;
- უმიზეზო წონის კლება ან მატება;
- სექსუალური დისფუნქცია;
- სახსრისა და სხეულის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- ძილის აპნოე;
- დეპრესია;
- დიარეა;
- მარილის მიღების მოთხოვნილება;
- დაბალი არტერიული წნევა;
- უმადობა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- გაღიზიანება;
- ტაქიკარდია;
- კანკალი;
- სიცხის აუტანლობა;
- არარეგულარული პულსი;
- თმის ცვენა;
- სიცივის აუტანლობა;
- კუნთების ტკივილი;
- შეკრულობა;
- უძილობა;
- ხასიათის ცვლილება;
- შეშუპებული სახე;
- არარეგულარული მენსტრუაცია;
- მშრალი თმა და სხვა.
წყარო:
https://www.farnorthsurgery.com/blog/symptoms-of-endocrine-disorders