ტრიგლიცერიდები

ტრიგლიცერიდები

რა არის ტრიგლიცერიდი?

ტრიგლიცერიდი ცხიმის ტიპია, რომელსაც ითვისებთ კარაქის, ზეთისა და სხვა ცხიმის შემცველი პროდუქტებისგან.

ტრიგლიცერიდი ორგანიზმში აღწევს ზედმეტი კალორიების მეშვეობით. ეს არის კალორია, რომელსაც მიირთმევთ, თუმცა ორგანიზმი მაშინვე არ მოიხმარს. სხეული ამ ზედმეტ კალორიას ტრიგლიცერიდად გარდაქმნის და ცხიმის უჯრედებში ინახავს, იმარაგებს. როდესაც ენერგია სჭირდება, მომარაგებულ ტრიგლიცერიდებს იყენებს.

ტრიგლიცერიდების მომატებული რაოდენობა მნიშვნელოვნად ზრდის გულის დაავადებების რისკს.

ტრიგლიცერიდის მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს შემდეგი ფაქტორების გამო:

  • რეგულარულად იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე დაწვა შეგიძლიათ;
  • ხართ მსუქანი;
  • თამბაქოს მოიხმართ;
  • სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
  • შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენის ფონზე;
  • ანამნეზში ზოგიერთი გენეტიკური დარღვევა;
  • ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • სათანადოდ არ აკონტროლებთ დიაბეტ ტიპ ორს;
  • ანამნეზში ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები.

შესაბამისი სისხლის ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე დიაგნოსტირდება მომატებულია თუ არა ტრიგლიცერიდების რაოდენობა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მედიკამენტური თერაპიაა რეკომენდებული.

ზოგჯერ ცხოვრების წესის ცვლილების ფონზე რეგულირდება, კერძოდ:

  • წონის კონტროლი;
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
  • თამბაქოზე უარი;
  • რაციონში შაქრისა და რაფინირებული საკვების მინიმუმამდე შეზღუდვა;
  • ალკოჰოლის შეზღუდვა;
  • გაჯერებულის ჯანსაღი ცხიმით ჩანაცვლება.

 

 

წყარო:

https://medlineplus.gov/triglycerides.html