ნერვის დაჭიმვა

ნერვის დაჭიმვა

რა უნდა იცოდეთ ნერვის დაჭიმულობის შესახებ?

ნერვის დაჭიმულობა ყალიბდება მაშინ, როდესაც ზედმეტი წნევა, ზეწოლა ხორციელდება ნერვზე.

ნერვის დაჭიმულობა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ არეში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა უმჯობესდება რამდენიმე დღიდან კვირის განმავლობაში, დასვენებისა და კონსერვატიული მკურნალობის ფონზე. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქების ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.

ნერვის დაჭიმვისას პაციენტი უჩივის შემდეგ სიმპტომებს:

  • დაბუჟება ან მგრძნობელობის დაკარგვა;
  • წვის მსგავსი ბასრი ტკივილი;
  • პარესთეზია;
  • კუნთის სისუსტე.

დისკომფორტი მწვავდება, როდესაც პაციენტს სძინავს.

მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები არ ალაგდა რამდენიმე დღის განმავლობაში და მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის მიუხედავად.

ქსოვილი ნერვს შესაძლოა დააწვეს, ნერვის კომპრესია მოხდეს შემდეგი მდგომარეობების გამო:

  • ტრავმა;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სტრესი;
  • ჰობი ან სპორტული აქტივობა;
  • სიმსუქნე.

 

 

 

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pinched-nerve/symptoms-causes/syc-20354746