ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 6 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 71 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 102 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 403 ადამიანი და დაიღუპა 90, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 29 701 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 480 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 7 854 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 175 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 27 179 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 178 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 4 310 და დაიღუპა 139 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 016 და დაიღუპა 40.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: