ალკოჰოლური დელირიუმი - როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა ვეღარ ეგუება ალკოჰოლის ნაკლებობას

ალკოჰოლური დელირიუმი - როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა ვეღარ ეგუება ალკოჰოლის ნაკლებობას

რა არის ალკოჰოლური დელირიუმი?

ალკოჰოლური დელირიუმი ვითარდება მაშინ, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი მოულოდნელად გადაწყვეტს, რომ სასმელი აღარ მიიღოს.

იგი ვლინდება მხოლოდ იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები იყვნენ, რომლებიც სასმელს დიდი დოზით სვამდნენ.

ალკოჰოლური დელირიუმი ჩნდება როდესაც:

  • მოულოდნელად შეწყვეტთ სმას;
  • სწრაფად შეამცირებთ ალკოჰოლის დოზას;
  • ალკოჰოლზე უარის პარალელურად არ იკვებებით სათანადოდ;
  • მიიღეთ ტრავმა თავის არეში;
  • ავადობთ ან გაქვთ ინფექცია.

ცხადია, ჭარბი დოზით ალკოჰოლი აღიზიანებს ნერვულ სისტემას. როდესაც ალკოჰოლს ყოველდღიურად იღებთ, ორგანიზმი სასმელზე დამოკიდებული ხდება. ცენტრალური ნერვული სისტემა ვეღარ ეგუება ალკოჰოლის ნაკლებობას და ადაპტირება უჭირს.

სიმპტომები ჩნდება ალკოჰოლზე უარის თქმიდან თუ დოზის შემცირებიდან 3 დღის განმავლობაში, ზოგჯერ კვირა ან გაცილებით მეტი დროა საჭირო სიმპტომატიკის გამოვლენისთვის.

ალკოჰოლური დელირიუმის ნიშნებია:

  • გაღიზიანება;
  • შფოთვა;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • დაბნეულობა;
  • ბოდვა;
  • ძლიერი ოფლიანობა;
  • თვალისა და კუნთის მოძრაობის პრობლემა;
  • დაღლილობა;
  • შიში;
  • სიცხე;
  • ჰალუცინაციები;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • გულისრევა;
  • შეტევა;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმისა და შეხების მიმართ;
  • კუჭის ტკივილი;
  • გუნება-განწყობილების უეცარი ცვლილება და სხვა.

წყარო:                  

https://www.healthline.com/health/alcoholism/delirium-tremens#symptoms