რა არის უძილობა?
უძილობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ სძინავს მშვიდად, რეკომენდებული დროის განმავლობაში.
როგორც მწვავე ისე ქრონიკული ფორმა ძალიან გავრცელებულია - მსოფლიოს მასშტაბით ყოველი 3 ადამიანიდან ერთს ამ დიაგნოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, დაახლოებით 10% უძილობის დარღვევის კრიტერიუმს უახლოვდება.
მასშტაბურობიდან გამომდინარე, მედიკოსები ინსომნიას (ინსომნია, ანუ უძილობა) განიხილავენ როგორც სამედიცინო მდგომარეობას.
გამომწვევი მიზეზები
ექიმებისთვის, ექსპერტებისთვის დღემდე უცნობია ზუსტი გამომწვევი მიზეზი, თუმცა მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი.
რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელიც უძილობას იწვევს:
- გენეტიკური ფაქტორი, ოჯახური ანამნეზი;
- ტვინში ქიმიური ცვლილებები;
- ინფექციები;
- ტრავმა, დაზიანება;
- ქრონიკული დაავადებები (მჟავა რეფლუქსი, პარკინსონის დაავადება, პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმის ბიოლოგიურ საათზე და სხვა);
- შფოთვა;
- დეპრესია;
- სტრესი;
- მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები;
- ალკოჰოლის მოხმარება;
- დარღვეული ძილის რეჟიმი;
- კოშმარული სიზმრის ნახვის გამო დაძინების შიში;
- ღამის პანიკის შეტევა;
- როდესაც ადამიანი სახლში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს;
- ერთგვარი ფხიზელი ძილი, როდესაც სრულიად უმნიშვნელო ხმაზეც კი მარტივად იღვიძებთ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12119-insomnia