მუცლის აორტის ანევრიზმა - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

მუცლის აორტის ანევრიზმა - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

რა არის მუცლის აორტის ანევრიზმა?

მუცლის აორტის ანევრიზმა, არტერიული სისტემის ანევრიზმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

აორტა ორგანიზმის მთავარი მაგისტრალური სისხლძარღვია, შესაბამისად, გამსკდარი ანევრიზმა სისხლდენის გამო პაციენტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს ტრავმის, აორტის ინფექციის, სისხლძარღვის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ათეროსკლეროზისა და სხვა რისკ-ფაქტორების გამო.

დიაგნოსტირება

უმეტეს კლინიკურ შემთხვევაში მუცლის აორტის ანევრიზმას მოულოდნელად აღმოაჩენენ ხოლმე, როგორც წესი, რუტინული სამედიცინო შემოწმებისას ან სრულიად სხვა მიზეზით ჩატარებული დიაგნოსტირების დროს. ექიმი შეისწავლის სამედიცინო ისტორიას და ოჯახურ ანამნეზს.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა;
  • მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ზოგჯერ საჭიროა კვლევის ჩატარება კონტრასტირებით, სისხლძარღვების სრულფასოვანი შესწავლის მიზნით.

გაითვალისწინეთ, თუ მამაკაცი ხართ და თამბაქოს ეწევით, მუცლის აორტის ანევრიზმის რისკ-ჯგუფში იმყოფებით.

მუცლის აორტის ანევრიზმის მკურნალობის მთავარი მიზანი ანევრიზმის გასკდომის პრევენციაა.

მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს:

  • დინამიკაზე დაკვირვებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის ხშირ მონიტორინგს;
  • ქირურგიულ ჩარევას.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია აორტის ანევრიზმის ზომაზე და ამასთან, თუ ზომაში რამდენად სწრაფად იზრდება.

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/abdominal-aortic-aneurysm/diagnosis-treatment/drc-20350693