რა არის ნევროტიზმი?
ნევროტიზმი ერთ-ერთია იმ დიდი 5 პიროვნული თვისებიდან, რომელიც ტიპიურად განისაზღვრება როგორც მიდრეკილება შფოთვისკენ, დეპრესიისკენ, დაბალი თავდაჯერებულობისა თუ სხვა უარყოფითი გრძნობებისკენ.
ამ მდგომარეობისკენ მიდრეკილ პირებს გაცილებით ხშირად აწუხებთ შფოთვა, გუნება-განწყობილების დარღვევები, არ სიამოვნებთ სოციალური ურთიერთობები, უჭირთ ემოციების გამოხატვა.
დიაგნოზის დონე შესაბამისი ტესტის საფუძველზე დგინდება.
პაციენტმა უნდა უპასუხოს შემდეგს:
- ხშირად გრძნობს თუ არა თავს ცუდად, უხასიათოდ;
- რამდენად მარტივად ღიზიანდება;
- რამდენად ხშირად ეცვლება გუნება-განწყობილება;
- მარტივია თუ არა მისი შეწუხება;
- რაზე ნერვიულობს, რა საკითხი აშფოთებს და სხვა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ნევროტიზმის დონე ქვეითდება, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი სრულწლოვან ასაკში შედის. სიმპტომებს ამცირებს ისეთი ცხოვრებისეული მოვლენები როგორიცაა პირველი რომანტიკული ურთიერთობა, სამსახურის დაწყება, კოლეჯში გადასვლა და სხვა.
პიროვნული დამახასიათებელი ნიშანი, რასაკვირველია, გასათვალისწინებელი ფაქტორია, თუმცა ნერვიულობისა თუ დისტრესისკენ მიდრეკილების მიზეზის ამოცნობა, შესაბამისად, მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
მდგომარეობის მართვის ეფექტური მეთოდია ფსიქოთერაპია.
წყარო: