ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 5 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 81 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 797 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 036 ადამიანი და დაიღუპა 27, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 43 691 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 763 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 7 077 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 144 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 22 539 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 615 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 015 და დაიღუპა 219 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 096 და დაიღუპა 29.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: