ტკივილი მუცლის მარცხენა მხარეს

ტკივილი მუცლის მარცხენა მხარეს

თუ გაწუხებთ ტკივილი მუცლის მარცხენა არეში.

როგორც წესი, მარცხენა არეში ტკივილს იწვევს ჭარბი რაოდენობით აირების დაგროვება, თუმცა ზოგჯერ გაცილებით საშიში პათოლოგიის სიმპტომია.

გაითვალისწინეთ, თითოეული დაავადება ინდივიდუალური სიმპტომებით ვლინდება, ანუ მუცლის მარცხენა არეში ტკივილს თან ერთვის პათოლოგიის შესაბამისი ნიშნები.

შესაძლოა ტკივილს იწვევდეს:

  • აპენდიციტი;
  • დივერტიკულიტი;
  • შეკრულობა;
  • თირკმლის კენჭები;
  • კუჭის წყლული;
  • გასტროენტერიტი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება.

ქალებში მუცლის მარცხენა არის ტკივილი ხშირად ჩნდება შემდეგი მდგომარეობების გამო:

  • მენსტრუალური სპაზმი;
  • ენდომეტრიოზი;
  • საკვერცხის კისტა.

თუ მამაკაცი უჩივის დისკომფორტს მუცლის მარცხენა არეში ეჭვი უნდა მიიტანოთ შემდეგ დაავადებაზე:

  • თიაქარი;
  • საზარდულის თიაქარი;
  • სათესლე ჯირკვლის პრობლემა.

მიმართეთ ექიმს თუ უჩივით ძლიერ, მწვავე ტკივილს მუცლის მარცხენა არეში და ამ დისკომფორტს თან ახლავს რომელიმე ეს სიმპტომი:

  • სიცხე;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • ცივი ან წებოვანი კანი;
  • გახშირებული სუნთქვა;
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • კუნთის სისუსტე;
  • სისხლი განავალში ან ღებინებისას ამოღებულ მასაში;
  • მუცლის ტკივილი, რომელიც გრძელდება კვირაზე მეტხანს.

წყარო:    

https://www.visitcompletecare.com/blog/what-causes-abdominal-pain-on-the-left-side/