ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 4 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 86 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 098 ადამიანი და დაიღუპა 21, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 49 115 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 582 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 690 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 100 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 25 250 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 320 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 3 626 და დაიღუპა 88 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 329 და დაიღუპა 29.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: