მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია!

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია!

ის ფაქტი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა ეს ბევრმა იცის…

ამიტომაც თუკი ჩვენს ისტორიას გადავხედავთ ძალიან ბევრი მტერი  ზუსტად ქვეყნის  სილამაზის და დედაბუნების გამო გვყავდა. თემას რომ არ გადავუხვიოთ, მოდით, გავახაროთ მკითხველის გული  და  ეს სტატია   მივუძღვნათ ქვეყნის პატრიოტ შვილებს.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე  ღრმა გამოქვაბული სწორედ საქართველოში მდებარეობს. გამოქვაბული სახელად კრუბერი  აფხაზეთში არაბიკის მასივშია მოთავსებული.  იგი მსოფლიოში აღმოჩენილი გამოქვაბულებიდან ყველაზე ღრმაა, მისი სიგრძე კი   2191  მეტრია.  სიდიდით მას მოყვება საფრანგეთში მდებარე გამოქვაბული სახელად ჟან ბერნარი, რომლის სიღრმეც 1535 მეტრია,  მის შემდეგ კი ასევე საქართველოში მდებარე   გამოქვაბული  სახელად თოვლიანი უფსკრული, რომლის სიღრმეც 1370 მეტრია.  

გამოქვაბულს სახელი საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძმდებლის ალექსანდრე კრუბერის  პატივსაცემად ეწოდა. წლების მანძილზე მას იკვლევდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რომელთა მტკიცებითაც კრუბერი მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად იქნა მიჩნეული.  მასში შეხვდებით მინიატურულ სტალაქტიტებს ანუ გამოქვაბულის თაღიდან სვეტებად ჩამოსული შვერილებს და სტალაგმიტებს ანუ წვეთებისგან შექმნილ წამონაზარდებს. ეს ყველაფერი არ არის, გამოქვაბულში ასევე რის წყლის ნაკადები და პატარა ტბები.

ძალიან საამაყო და სასიხარულო ამბავია ის,  რომ ასეთი პატარა ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად,  მაინც ახერხებს მსოფლიოს გაოცებას   და იმსახურებს დიდ მოწონებას.