როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?
თირკმლის ანთება ტერმინია, რომელიც თირკმლის სხვადასხვა დაავადებას მოიცავს.
ძირითადი სიმპტომებია:
▪ შარდის რაოდენობის შემცირება;
▪ ფეხებისა და სახის შეშუპება;
▪ სისხლი შარდში ან ამღვრეული შარდი;
▪ მაღალი არტერიული წნევა.
სხვა სიმპტომებია:
▪ საერთო სისუსტე;
▪ დაღლილობა;
▪ გულისრევა;
▪ ღებინება;
▪ მაღალი სიცხე;
▪ თირკმლის არეში ტკივილი;
▪ ფერმკრთალი კანი.
გამომწვევი მიზეზებია:
▪ თირკმელში მიმდინარე იმუნოლოგიური და ავტოიმუნური პროცესები;
▪ ზოგიერთი მედიკამენტი;
▪ მეტაბოლური დარღვევები.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
▪ სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზი;
▪ ულტრაბგერითი კვლევა;
▪ შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსია და კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, დაავადების სიმძიმეზე. ინიშნება შემდეგი:
▪ ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკები;
▪ მაღალი წნევის შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტები წნევის დასარეგულირებლად;
▪ დიალიზი.
მიმართეთ ექიმს თუ შეგაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
▪ შარდის რაოდენობა შემცირებულია;
▪ სისხლი შარდში;
▪ შარდი უჩვეულოდ ამღვრეულია;
▪ ფეხებისა და სახის შეშუპება;
▪ მაღალი წნევა;
▪ ტკივილი მუცლის ზედა არეში ან გვერდებში;
▪ საერთო სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება.
წყარო: