ესტროგენის მაღალი დონე

ესტროგენის მაღალი დონე

რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენის დონე მაღალია?

როდესაც ჰორმონების ბალანსი დაცულია, სხვადასხვა ორგანო და სისტემა, ანუ მთლიანი სხეული სათანადოდ ფუნქციონირებს, ხოლო დისბალანსის დროს სიმპტომები ჩნდება.

ესტროგენი ქალური ჰორმონია. იგი არეგულირებს მენსტრუაციას, მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას, რეპროდუქციულ სისტემას.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • შებერილობა;
  • მკერდის შეშუპება ან მომატებული მგრძნობელობა;
  • ფიბროზულ-კისტოზური წარმონაქმნები;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • პრემენსტრუალური სინდრომის მომატებული სიმპტომები;
  • გუნება-განწყობილების ცვლილება;
  • თავის ტკივილი;
  • შფოთვა და პანიკური შეტევა;
  • წონის მატება;
  • თმის ცვენა;
  • ინტიმურ კავშირთან დაკავშირებული რიგი პრობლემები;
  • ცივი ხელები ან ფეხები;
  • უძილობა ან ძილის სხვა პრობლემები;
  • ძილიანობა დღის განმავლობაში;
  • დაღლილობა;
  • მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.

დიახ, ესტროგენი ქალური ჰორმონია, თუმცა მას მამაკაცის ორგანიზმიც გამოიმუშავებს. მამაკაცის ორგანიზმისთვის აუცილებელია ჯანსაღი ბალანსი შენარჩუნდეს ესტროგენსა და ტესტოსტერონს შორის. ამ ჰორმონთა დისბალანსის დროს მნიშვნელოვნად ქვეითდება სექსუალური განვითარება და ფუნქცია.

ეს სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც მამაკაცის ორგანიზმში ესტროგენის მაღალი დონეა:

  • უნაყოფობა;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • მკერდის ზრდა (სამედიცინო ენაზე გინეკომასტია).

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/high-estrogen#What-is-estrogen?