ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე პირველი მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 84 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 403 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 950 ადამიანი და დაიღუპა 35, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 45 727 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 859 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 6 168 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 151 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 26 764 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 239 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 3 067 და დაიღუპა 86 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 095 და დაიღუპა 33.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: