ღვიძლის მწვავე უკმარისობა სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა.
დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში ღვიძლის ფუნქციონირების უნარი შეზღუდულია.
აუცილებელია დროული ჰოსპიტალიზირება, შესაბამისად, რიგი გართულებების (ძლიერი სისხლდენა, ტვინში წნევის მატება) თავიდან არიდება.
დიაგნოსტირების მეთოდებია:
- სისხლის ანალიზი;
- ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევა;
- მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ან ღვიძლისა და სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ღვიძლის ქსოვილის ბიოფსია.
თუ დიაგნოსტირების შედეგად დადასტურდა ღვიძლის მწვავე უკმარისობა, აუცილებელი იქნება პაციენტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში მოთავსება - კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის მომზადება.
როგორც წესი, მკურნალობის კურსი მოიცავს ორ მეთოდს:
- მედიკამენტებით მართვა;
- ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
მკურნალი ექიმი შეეცდება გარკვეული მეთოდებით აკონტროლოს/მართოს სიმპტომები და გაატაროს საპრევენციო ღონისძიებები, კერძოდ:
- ტვინში ჭარბი სითხის შედეგად გამოწვეული მაღალი წნევის დაქვეითება;
- ინფექციების სკრინინგი;
- სისხლდენის პრევენცია;
- ორგანიზმის მომარაგება საკვები ნივთიერებებით (ერთგვარი დანამატები, როდესაც პაციენტს უჭირს კვება).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acute-liver-failure/diagnosis-treatment/drc-20352868