იმუნოსუპრესია

იმუნოსუპრესია

რა არის იმუნოსუპრესია?

იმუნოსუპრესია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს.

იმუნოსუპრესია შესაძლოა ჩამოყალიბდეს რომელიმე დაავადების გამო ან მედიკამენტების მეშვეობით ხელოვნურად იყოს გამოწვეული (შესაბამისი მედიკამენტებით იმუნური სისტემის ფუნქციის ჩახშობა/შესუსტებაა შესაძლებელი). ამასთან, იმუნოსუპრესია შესაძლოა გამოვლინდეს ზოგიერთი პროცედურის ფონზეც.

მემკვიდრული ფორმის იმუნური დარღვევა (სამედიცინო ენაზე პირველადი იმუნოდეფიციტი) იშვიათ კლინიკურ შემთხვევებს განეკუთვნება.

მოგეხსენებათ, ანთებითი პროცესის შესამცირებლად რიგი მედიკამენტები გამოიყენება. ეს მედიკამენტები კლასიფიცირდება როგორც იმუნოსუპრესანტები. იმუნოსუპრესანტის დანიშნულებაა იმუნური სისტემის სპეციფიკური ნაწილის ან მთლიანად დათრგუნვა. ამ ტიპის მედიკამენტები გამოიყენება ანთებითი და ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს.

იმუნიტეტი დროებით სუსტდება ისეთი გავრცელებული ინფექციების დროსაც როგორიცაა გრიპი და მონონუკლეოზი.

იმუნოსუპრესია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზოგიერთი ქირურგიული პროცედურის ფონზეც. როგორც წესი, ეს მდგომარეობა ჩნდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემის ძირითადი კომპონენტი (მაგალითად, ელენთა ან ძვლის ტვინი) ზიანდება ან ორგანიზმიდან იკვეთება.

თუ უკვე დაგიდასტურდათ იმუნოსუპრესიის ნებისმიერი ფორმა სასურველია დაიცვათ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
  • მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ გადამდები დაავადებების მატარებლები;
  • ატარეთ ნიღაბი;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები.

 

წყარო:              

https://www.verywellhealth.com/different-causes-of-immunosuppression-explained-4047405