რა არის აპენდექტომია?
აპენდიციტის დიაგნოზის შემთხვევაში ინიშნება ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც აპენდექტომია ეწოდება.
აპენდიციტი ჭიანაწლავის ანთებაა. პათოლოგიური პროცესის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მარჯვენა მხარეს. რაც უფრო მეტად მწვავდება ანთებითი პროცესი, მით მეტად ძლიერდება ტკივილის ხარისხი. მკურნალობის სტანდარტული მეთოდი აპენდიქსის ქირურგიული ამოკვეთაა.
აპენდექტომია სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა და ამ მეთოდით აპენდიციტის სახიფათო გართულებების პრევენცია ხდება.
დღეს, როგორც წესი, პროცედურა სრულდება ლაპაროსკოპიული მეთოდით.
აპენდიციტი ემერჯენსი შემთხვევაა, რადგან იგი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ანთებითი პროცესის ფონზე აპენდიქსის შეშუპება სწრაფად მიმდინარეობს, შესაბამისად, ყოველ წამს იზრდება მისი გასკდომის რისკი. გამსკდარი (გახეთქილი) აპენდიქსი საყურადღებოა, რადგან ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს მუცლის ღრუში, გამოიწვიოს პერიტონიტი. სეფსისი ჩამოყალიბდება თუ ინფექცია შეაღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. მსგავსი გართულების პრევენციის ერთადერთი ეფექტური მეთოდია დროულად მიმართოთ ექიმს.
აპენდიციტის ნიშნების შემთხვევაში პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში და გახსოვდეთ, რომ აპენდიქსის გახეთქვა მოსალოდნელია აპენდიციტის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 36 საათის განმავლობაში.
პოსტოპერაციულ პერიოდში უნდა გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის ყველა მითითება. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ინფექციის სიმპტომები, კერძოდ:
- სიწითლე ან შეშუპება ჭრილობის არეში;
- სიცხე;
- სპაზმი, კრუნჩხვა მუცლის არეში;
- უმადობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/21922-appendectomy