საერთაშორისო საზღვარზე მდებარე სასტუმროზე მოგითხრობთ.
თუ გსურთ, შენობიდან გაუსვლელად 2 ქვეყნის, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარი გადაკვეთოთ პატარა, მყუდრო სასტუმრო Arbez Franco-Suisse-ში ნომერი უნდა დაჯავშნოთ.
ხაზი, რომელიც საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთისგან ყოფს, მთელ შენობას მიუყვება.
Arbez Franco-Suisse დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრის გადამკვეთ მოთხილამურეებში.
საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარი გავლებულია სასტუმროს სამზარეულოში, სასტუმრო ოთახში, დერეფანსა და კიდევ რამდენიმე ოთახში და კერძოდ:
- სასადილო ოთახი საზღვრითაა განცალკევებული;
- ბარი საფრანგეთის ტერიტორიაზეა მოქცეული;
- ახალდაქორწინებულთა საძინებლის ლოგინის ნაწილი საფრანგეთს ეკუთვნის, ნახევარი კი შვეიცარიის საკუთრებაა;
- საზღვარი ასევე გადის დერეფანსა და კიბეებზე;
- ერთ-ერთი ოთახის სააბაზანო საფრანგეთის კუთვნილებაა, ხოლო საძინებლის დარჩენილი ტერიტორია შვეიცარიის საზღვრებშია მოქცეული;
- სასტუმროს დამატებითი ფლიგელი მთლიანად შვეიცარიაში მდებარეობს.
კომპანია, რომელიც სასტუმროს მართავს, შვეიცარიასა და საფრანგეთს გადასახადს თანაბრად უხდის. ცნობისათვის, ორივე ქვეყნის საზღვრებში მოქცეულ სასადილო ოთახში მოწევა აკრძალულია.