დიაბეტის პრევენცია

დიაბეტის პრევენცია

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის მომატებით ხასიათდება.

საყურადღებოა პრედიაბეტი, ანუ შაქრიანი დიაბეტის წინარე დიაგნოზი და მდგომარეობა, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება დიაბეტის განვითარების რისკი.

შესაძლებელია თუ არა დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება?

როდესაც ამ დაავადების თავიდან არიდებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ დიაბეტ ტიპ ორს. დიახ, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის პრევენცია ნამდვილად შესაძლებელია და ამ პროცესში მედიკოსს პირველ რიგში პრედიაბეტის დროული დიაგნოსტირება, ჩარევა და მეთვალყურეობა ეხმარება. პარალელურად აუცილებელია პაციენტმა დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ამ თემაზე მაიოს კლინიკის ვებ-გვერდზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ცხოვრების წესის ცვლილება თითქმის 70%-ით ცვლის მოსალოდნელ შედეგს.

როგორც კლინიკის მეცნიერები განმარტავენ, დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის ეფექტური საშუალება ჯანსაღ წონაში, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ კვების რაციონსა და ფიზიკურ აქტივობაში იმალება.

თუ გადავხედავთ დიაბეტის პრევენციის პროგრამას აღმოვაჩენთ, რომ ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური ხანდაზმულ ადამიანებშია.

ექსპერტებმა კვლევაში ჩართეს 60 წელს გადაცილებული მოხალისეები. მონაწილეებისთვის შეარჩიეს ჯანსაღი კვების რაციონი და ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, რომლის ინტენსივობაც ეტაპობრივად იზრდებოდა. შედეგად დიდმა ნაწილმა სხეულის წონის 5-7% დაიკლო, თავს უფრო მხნედ გრძნობდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 71%-ით შემცირდა პრედიაბეტის პროგრესირების რისკი.

როგორც ხედავთ, გვიანი არასდროსაა! დროულად მიმართეთ ენდოკრინოლოგს და დაიცავით თავი ამ დაავადებისგან.  

 

წყარო:

https://connect.mayoclinic.org/page/take-charge-healthy-aging/newsfeed-post/basics-are-best-preventing-diabetes/?utm_campaign=hub_email&utm_source=email&utm_medium=digest_summary_highlight_link