დიაგნოსტირების მეთოდები.
დივერტიკულა წარმოადგენს ერთგვარ მცირე ზომის ჩანთისებრ ამობურცულობას, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე ყალიბდება, როგორც წესი, მსხვილი ნაწლავის ქვედა არეში.
დივერტიკულიტის ანთებითი პროცესის თუ ინფექციის დროს პაციენტი უჩივის მუცლის ტკივილს, ყაბზობას, გულისრევას, ღებინებას, სიცხეს.
დიაგნოსტირება
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დივერტიკულიტი დიაგნოსტირდება მწვავე შეტევის დროს.
ფიზიკური გასინჯვის შემდეგ ინიშნება შემდეგი კვლევები:
- სისხლისა და შარდის ანალიზი;
- რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებულია ორსულობის ტესტი;
- ღვიძლის ფერმენტის ტესტი;
- განავლის ანალიზი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიმპტომების სიმწვავეზე.
მსუბუქი მიმდინარეობის დროს სრულიად საკმარისია სახლის პირობებში გატარებული ღონისძიებები, კერძოდ, ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების მიღება, რამდენიმე დღის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის განსატვირთი დიეტის დაცვა.
მწვავე დივერტიკულიტის დროს აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზირება და მკურნალობა შემდეგი მეთოდებით:
- ინტრავენური ანტიბიოტიკები;
- პათოლოგიური აბსცესის დრენირება.
ოპერაცია ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- პაციენტს განუვითარდა გართულებები (ნაწლავის აბსცესი, ფისტულა ან ობსტრუქცია, პერფორაცია);
- ანამნეზში ფიქსირდება დივერტიკულიტის განმეორებითი ეპიზოდები;
- სუსტი იმუნური სისტემა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diverticulitis/diagnosis-treatment/drc-
20371764