დაიცავით ეს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და  ბუასილი არ შეგაწუხებთ

დაიცავით ეს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და ბუასილი არ შეგაწუხებთ

ბუასილის პრევენცია.

ბუასილის, ანუ ჰემოროიდული დაავადების ჩამოყალიბების გამშვები მექანიზმი კავერნოზული სტრუქტურების არტერიო-ვენური ანასტომოზების ფუნქციური მოშლა და ჰემოროიდებში სისხლის ჭარბი მიდინებაა. პათოლოგიას ახასიათებს გამწვავებისა და კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა.

ბუასილი საყურადღებო მდგომარეობაა და დაუშვებელია თვითმკურნალობა, აუცილებელია დროულად მიმართოთ პროქტოლოგს.

ბუასილის რისკი მაღალია თუ ადამიანის ცხოვრების წესი მჯდომარე, ადინამიურია.

პრევენცია

ჰემოროიდის პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდია რბილი განავალი, რადგან ამ სტრუქტურის მასა მარტივად იდევნება ორგანიზმიდან.

გირჩევთ:

  •  მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები;
  •  ხშირად დალიეთ წყალი;
  •  კუჭის მოქმედების დროს მოერიდეთ დაჭიმულობას, ჭინთვას;
  •  არ შეიკავოთ თავი და მაშინვე ისარგებლეთ საპირფარეშოთი როგორც კი ბუნებრივი მოთხოვნილება გაჩნდება;
  •  ივარჯიშეთ, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა;
  •  დიდხანს არაა სასურველი ერთ ადგილზე უმოძრაოდ ყოფნა;
  •  შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ცხარე, მჟავე, მწარე საკვები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hemorrhoids/symptoms-causes/syc-
20360268