რა მეთოდით არის შესაძლებელი მეტაბოლური სინდრომის  დიაგნოსტირება?

რა მეთოდით არის შესაძლებელი მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტირება?

მეტაბოლური სინდრომი ორგანიზმში აღმოცენებულ იმ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის ღრმა დარღვევას იწვევს.

სინდრომის ფონზე იზრდება არაერთი საშიში პათოლოგიის და მათ შორის ინსულტისა თუ დიაბეტი ტიპი ორის ჩამოყალიბების რისკი.

ექიმი მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზზე ეჭვს მიიტანს და კვლევას დანიშნავს თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი:

  •  წელის გარშემო ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვება - წელის ხაზი მინიმუმ 89 სანტიმეტრი ქალებში და 102 სანტიმეტრი მამაკაცებში;
  •  სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალი მაჩვენებელი;
  •  დაქვეითებულია კარგი ქოლესტეროლის დონე;
  •  მაღალი არტერიული წნევა;
  •  სისხლში შაქრის დონე მაღალია.

დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება შესაბამისი კვების რაციონი, მედიკოსი არჩევს ფიზიკური აქტივობის პროგრამას.

თუ ცხოვრების წესის (ვარჯიში, სწორი კვება) ცვლილების მიუხედავად არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტურ თერაპიას სხვა სიმპტომების (წნევა, ქოლესტეროლისა და შაქრის დონე) მართვის მიზნით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/metabolic-syndrome/diagnosis-
treatment/drc-20351921