როგორ ავირიდოთ თავიდან რკინადეფიციტური ანემია?

როგორ ავირიდოთ თავიდან რკინადეფიციტური ანემია?

პრევენციის მეთოდები.

რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში არ არის ადეკვატური რაოდენობის რკინა.

რკინადეფიციტური ანემია შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი მიზეზების გამო:

  •  რაციონში რკინის დეფიციტი;
  •  სისხლის დაკარგვა;
  •  დაქვეითებულია რკინის შეწოვის უნარი.

რკინადეფიციტური ანემიის რისკი შემცირდება თუ მიიღებთ რკინით მდიდარ პროდუქტებს. გაითვალისწინეთ, ორგანიზმი დიდი რაოდენობით რკინას ითვისებს ხორციდან და თუ ხორცს არ მიირთმევთ, რაციონში უნდა ჩართოთ (გაცილებით მეტი რაოდენობით) რკინის შემცველი სხვა საკვები.

სასურველია მიიღოთ C ვიტამინის შემცველი სასმელი და საკვები, რადგან C ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება საკვებისმიერი რკინა გაცილებით უკეთ შეითვისოს.

ხშირად მიირთვით:

  •  ხორცი;
  •  ზღვის პროდუქტები;
  •  ლობიო;
  •  ბარდა;
  •  რკინით გამდიდრებული პური, მაკარონი;
  •  ბროკოლი;
  •  გრეიფრუტი;
  •  კივი;
  •  ნესვი;
  •  ციტრუსი;
  •  პომიდორი;
  •  მარწყვი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/iron-deficiency-anemia/symptoms-
causes/syc-20355034