გულის კუნთის დაავადება - კარდიომიოპათიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

გულის კუნთის დაავადება - კარდიომიოპათიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა.

პათოლოგიის გამო დაქვეითებულია გულის ფუნქციონირების უნარი, კერძოდ, ამ მნიშვნელოვან ორგანოს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვა უჭირს. დაავადება იწვევს გულის უკმარისობას.

დიაგნოსტირება:

  •  ექიმი შეისწავლის ჩივილებს, პაციენტის პერსონალურ და ოჯახის სამედიცინო ისტორიას;
  •  გულმკერდის რენტგენი;
  •  ექოკარდიოგრამა;
  •  ელექტროკარდიოგრამა;
  •  ტრედმილი, დატვირთვის ტესტი;
  •  კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  •  სისხლის ანალიზი;
  •  კარდიომიოპათიის მიმართ გენეტიკური ტესტირება ან სკრინინგი.

კარდიომიოპათიის მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია:

  •  სიმპტომების მართვა;
  •  მდგომარეობის გამწვავების რისკის მინიმუმამდე შემცირება;
  •  იმ პათოლოგიების პრევენცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს დაავადების ფონზე.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კარდიომიოპათიის ფორმასა და სიმწვავეზე.

მკურნალობისთვის მოწოდებულია როგორც მედიკამენტური თერაპია, ისე ქირურგიული ჩარევა.

მწვავე კლინიკურ შემთხვევაში, გულის უკმარისობის ბოლო სტადიაზე, შესაძლოა საჭირო გახდეს გულის ტრანსპლანტაცია (გულის გადანერგვა).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cardiomyopathy/diagnosis-treatment/drc-
20370714