რა არის პროლაქტინომა?
პროლაქტინომა ჰიპოფიზის ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. სიმსივნის ფონზე ჰიპოფიზი ჭარბი რაოდენობით ჰორმონ პროლაქტინს წარმოქმნის. პროლაქტინომას გამო ორგანიზმში ესტროგენისა და ტესტოსტერონის რაოდენობა ქვეითდება.
დიაგნოზი არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა იწვევს გარკვეულ სიმპტომებს.
მკურნალობისთვის მოწოდებულია შესაბამისი მედიკამენტები (ჰორმონ პროლაქტინის დასაქვეითებელი მედიკამენტები), ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა (სიმსივნის ამოკვეთის მიზნით).
ქალებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- არარეგულარული მენსტრუაცია ან ციკლის შეწყვეტა;
- რძიანი გამონადენი მკერდიდან (მდგომარეობა არ არის დაკავშირებული ორსულობასთან ან ჩვილის ძუძუთი კვების პროცესთან);
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს;
- აკნე, ჭარბი რაოდენობით თმა სახესა და სხეულზე.
მამაკაცებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ერექციული დისფუნქცია;
- თმის რაოდენობის შეთხელება სახესა და სხეულზე;
- მცირე კუნთი;
- მკერდის ქსოვილის ზრდა.
(ორივე სქესის შემთხვევაში) პროლაქტინომა იწვევს შემდეგ გართულებებს:
- უნაყოფობას;
- ოსტეოპოროზს;
- ინტერესის დაკარგვას ინტიმური კავშირის მიმართ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prolactinoma/symptoms-causes/syc-
20376958