ანტიბიოტიკების გამო ჩამოყალიბებული ენტეროკოლიტი

ანტიბიოტიკების გამო ჩამოყალიბებული ენტეროკოლიტი

რა არის ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ენტეროკოლიტი?

ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის შემდეგ შესაძლოა ჩამოყალიბდეს ენტეროკოლიტის ფორმა, რომელიც ცნობილია ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული/ასოცირებული ენტეროკოლიტის სახელწოდებით.

პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავში ბინადრობს ბაქტერია, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების გადამუშავებასა და დაშლაში ეხმარება, თუმცა როდესაც ანტიბიოტიკებით მკურნალობთ, ამ ტიპის ბაქტერიების დიდი ნაწილი იღუპება, სამწუხაროდ, ეს პროცესი იდეალურ გარემოს ქმნის მავნებელი ბაქტერიებისთვის, ანუ მიკრობისთვის, რომელიც ინფექციას იწვევს. ბაქტერია (Clostridium difficile) ორგანიზმში ტოქსინებს გამოყოფს და სწორედ ეს ტოქსინი აზიანებს ნაწლავის შიდა კედელს, იწვევს ანთებას.

საყურადღებო სიმპტომებია:

  •  მუცლის სპაზმი;
  •  შებერილობა;
  •  საპირფარეშოთი სარგებლობის რაოდენობა გახშირებულია;
  •  წყლიანი, თხიერი დიარეა;
  •  სიცხე;
  •  დაღლილობა;
  •  საერთო სისუსტე;
  •  მუცლის მწვავე ტკივილი.

აღსანიშნავია, რომ ამ ფორმის ენტეროკოლიტის გამო სავსებით მოსალოდნელია პროგრესირდეს ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/318567#types