რა არის ჰიპოფიზის ჯირკვალი?
ჰიპოფიზის ჯირკვალი არის პატარა, ბარდის ზომის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც ტვინის ფუძესთან, ჰიპოთალამუსის ქვეშ მდებარეობს.
იგი გამოიმუშავებს არაერთ მნიშვნელოვან ჰორმონს. აღნიშნული ჰორმონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის სათანადოდ ზრდა-განვითარების პროცესისთვის, მეტაბოლიზმის ადეკვატურად ფუნქციონირებისთვის, რეპროდუქციული სისტემისთვის.
ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი ჰორმონით ადამიანი გაცილებით მარტივად უმკლავდება ტრავმას, ახერხებს სტრესთან გამკლავებას.
როდესაც ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქცია ნორმაშია, ორგანიზმში დაბალანსირებულია წყლისა და მარილის რაოდენობა.
ეს ენდოკრინული ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელიც სასარგებლოა მშობიარობისა და ლაქტაციისთვის.
საყურადღებო სიმპტომებია:
- თავის ტკივილი;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- უმიზეზო წონის მატება;
- გულისრევის შეგრძნება;
- თავბრუსხვევა;
- კუნთის მასის განლევა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- ზედმეტად ცხიმიანი კანი;
- სახის ნაკვთების გაუხეშება;
- ხელისა და ტერფების შეშუპება, ვიზუალურად ზომაში ზრდა;
- ფერმკრთალი კანი და სხვა.
ბავშვებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:
- ზრდა-განვითარების შეფერხება;
- მხედველობის დაკარგვა;
- ბავშვი უჩვეულოდ ბევრ სითხეს ითხოვს;
- ხშირი შარდვა;
- ჭარბი წონა;
- რძის სეკრეცია;
- დაგვიანებული ან ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.
წყარო:
https://www.pituitary.org.uk/information/symptoms,-diagnosis-and-tests/symptoms/