ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი ერთ-ერთი სახელგანთქმული და ტრადიციული ცენტრია, სადაც ფაგებით მკურნალობაა შესაძლებელი (მსოფლიოში სულ რამდენიმე არსებობს).
ცენტრი რამდენიმე ათეული წელია ერთგულად ემსახურება პაციენტებს.
მოგეხსენებათ, ფაგი, სიცოცხლის უმცირესი ფორმა, ბაქტერიის ბუნებრივი მტერია.
ბაქტერიოფაგი, როგორც ფარმაცევტული საშუალება, თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. ფაგები სხვადასხვა ტიპის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება და იმ უპირატესობით გამოირჩევა, რომ მკურნალობის პროცესში არ ავლენს გვერდით მოვლენებს. ფაგი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მსოფლიოში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მაჩვენებელი გაზრდილია; ამის ფონზე თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად სწორედ ფაგებს მიიჩნევს.
ელიავას ფაგოთერაპიის სამკურნალო ცენტრის უნიკალურობაც სწორედ იმაშია, რომ თითქმის საუკუნოვან გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ცენტრში იქმნება ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური „კოქტეილები“/პრეპარატები ბუნებრივი ბაქტერიოფაგებისგან - თითოეული გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური ეფექტით.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი ცნობილია ფაგების უნიკალური კოლექციით.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის დანადგარებით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი მედ პერსონალით.
თითოეული კვლევა სრულდება უახლესი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს სამკურნალოდ მიმართავენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; უცხოელი პაციენტებისთვის ცენტრში დანერგილია სპეციალური სამკურნალო და ლოკალური პაკეტები, ამასთან, წარმატებით ხორციელდება ისეთი თანამედროვე სამედიცინო მეთოდი როგორიცაა ტელემედიცინა.
კლინიკა გთავაზობთ შემდეგ სერვისს (ლოკალური პაკეტი):
- ამბულატორიული კონსულტაცია;
- სამედიცინო პროცედურები, ლაბორატორიული;
- ინსტრუმენტული დიაგნოსტირება;
- გამოკვლევა;
- ფაგებით მკურნალობა.
დისტანციური მკურნალობის მიზნით, კლინიკაში შექმნილია შემდეგი პაკეტი:
- ტელემედიცინა (კონსულტაცია დისტანციურად);
- კლინიკური ნიმუშის ლაბორატორიული ტესტირება;
- შესაბამისი ფაგის გაგზავნა პაციენტთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კლინიკის გუნდი შედგება პედიატრიის, შინაგანი მედიცინის, უროლოგიის,გინეკოლოგიის და სხვა დარგების წარმატებული, გამოცდილი სპეციალისტებისგან.
ცენტრის მკურნალობის სტრატეგია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგებით მკურნალობაზე, რაც დღეს თანამედროვე მედიცინაში კომპლექსურ სამედიცინო სერვისად მიიჩნევა.
ფაგოთერაპიის უპირატესობებია:
- არ აქვს გვერდითი მოვლენები;
- ფაგი შეგიძლიათ მიიღოთ სხვა ნებისმიერ მედიკამენტთან ერთად (მათ შორის ანტიბიოტიკი);
- ფაგი კლავს ანტიბიოტიკორეზისტენტულ ბაქტერიას;
- ბაქტერიული ინფექციების პრევენციის ეფექტური საშუალებაა.
კლინიკა გამორჩეულია შემდეგი ფაქტორების გამო:
- ფაგების უნიკალური კოლექცია;
- ფაგების დიდი მარაგი;
- მოდერნიზებული ლაბორატორია და მაღალი სტანდარტის დანადგარები;
- ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში;
- პაციენტებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო;
- გამოცდილი პროფესიონალები;
- პაციენტის კეთილდღეობაზე მორგებული ინდივიდუალური მკურნალობის კურსი.