რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?
განგრენა არის ქსოვილის სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია სისხლის მიმოქცევის დარღვევის თუ სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო.
როგორც წესი, განგრენა ჩნდება ხელებისა და ფეხების არეში, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგია ყალიბდება კუნთებსა და სხვადასხვა ორგანოში.
განგრენის გამომწვევი მიზეზებია:
- ორგანოს, უჯრედებს, ქსოვილს არ მიეწოდება სისხლი;
- ორგანიზმში მიმდინარე ბაქტერიული ინფექცია;
- ტრავმა, დაზიანება.
როდის მივმართოთ ექიმს?
განგრენა სერიოზული მდგომარეობაა და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. პაციენტი უნდა მოთავსდეს კლინიკაში თუ სხეულის რომელიმე არეში უჩივის მუდმივ ტკივილს, რომელსაც ვერაფერს უკავშირებს და ქრონიკულ დისკომფორტს თან ახლავს გარკვეული ნიშნები.
ეს სიმპტომებია:
- სიცხე;
- კანზე გაჩენილი ცვლილებები;
- წყლულიდან თუ ჭრილობიდან გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი;
- იმ არეში, სადაც ოპერაცია ჩაგიტარდათ ან ტრავმა მიიღეთ, უეცრად გამოგივლინდათ ტკივილი;
- კანი გაქვთ ფერმკრთალი, ცივი ან დაბუჟებული.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gangrene/symptoms-causes/syc-20352567