მეტეორიზმი - რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ნაწლავში ჭარბი რაოდენობის აირი გროვდება?

მეტეორიზმი - რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ნაწლავში ჭარბი რაოდენობის აირი გროვდება?

რა არის მეტეორიზმი?

მეტეორიზმი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია.

დაავადების დროს ჭარბი რაოდენობით აირები გროვდება კუჭსა და ნაწლავებში. მეტეორიზმი შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ან ახასიათებდეს გენერალიზება.

დაავადება ჩნდება 3 ძირითადი მიზეზის გამო, კერძოდ:

  •  როდესაც ადამიანი სწრაფად ჭამს და კვების დროს ჰაერს ყლაპავს;
  •  ფერმენტაციის დროს დიდი რაოდენობით აირების ჩამოყალიბება;
  •  სხვადასხვა პათოლოგიის, მაგალითად, ღვიძლის ციროზისას აირების რეაბსორბციის დაქვეითების ფონზე.

საყურადღებო სიმპტომებია:

  •  მუცლის შებერილობა;
  •  დისკომფორტი მუცლის არეში;
  •  დაგროვილი აირების ჭარბი გამოყოფა;
  •  ერთგვარი ბუყბუყი მუცელში;
  •  ბოყინი;
  •  გულისრევა.

წყარო:
https://www.sciencedirect.com/topics/medicine-and-dentistry/meteorism