როგორ ავიცილოთ თავიდან კბილის ნადები?

როგორ ავიცილოთ თავიდან კბილის ნადები?

პრევენციის მეთოდები.

თითქმის ყველა ადამიანს აქვს კბილის ნადები, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. გარკვეულ დრომდე ნადები რბილია და კბილის ჯაგრისისა თუ სტომატოლოგიური ძაფის მეშვეობით მარტივად იწმინდება, თუმცა როდესაც ირღვევა პირის ღრუს ჰიგიენის ნორმები, ნადები მკვრივდება და ქვად გარდაიქმნება. ქვის მოცილება მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია.

ნადების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი კბილისა და ღრძილის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

რეკომენდებულია:

  •  კბილი გაისუფთავეთ სტომატოლოგიური ძაფით;
  •  კბილები გამოიხეხეთ დღეში ორჯერ;
  •  კვების შემდეგ თუ კბილების გამოხეხვას ვერ ახერხებთ, დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი;
  •  რაციონში შეზღუდეთ შაქრის შემცველი საკვები და სასმელი;
  •  წელიწადში ორჯერ პირის ღრუს მდგომარეობა შეაფასებინეთ სტომატოლოგს;
  •  გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10953-plaque