30 აპრილი - კორონავირუსი და მსოფლიო

30 აპრილი - კორონავირუსი და მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 30 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 71 839 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 9 797 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 27 824 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 6 650 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 33 102 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 824 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 489 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 143 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 294 და დაიღუპა 57, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 670 და დაიღუპა 87 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 460 ადამიანი და დაიღუპა 36.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200430-sitrep-101-covid-19.pdf?sfvrsn=2ba4e093_2