უფლისციხე მსოფლიოს ზღაპრულ ადგილებს შორის მოხვდა

უფლისციხე მსოფლიოს ზღაპრულ ადგილებს შორის მოხვდა

ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი დღეები, როდესაც ყოველდღიური ცხოვრებისგან გაქცევა და ზღაპრულ სამყაროში მოხვედრის სურვილი გაგჩენიათ?

თუ ასეა, მაშინ კარგად დააკვირდით ეკრანს და მიხვდებით, რომ ამის გაკეთება რეალურად შესაძლებელია.

შეხედეთ ამ სიას, რომელიც A&D-მ შეადგინა. ეს სოფლები შეიძლება დაუჯერებლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ისინი რეალურია. ასე, რომ თუკი მომავალში სამყაროდან გაქცევას დააპირებთ, არ დაიმალოთ საძინებელში, უბრალოდ, მოძებნეთ საოცნებო სოფელი თქვენ ახლომახლო.

ამ შინაარსის განცხადება უძღვის იმ 115 საოცნებო ადგილის ფოტოებს, რომლებიც ჟურნალმა „Architecture Design“-მა მკითხველს გააცნო. ადგილები გამოირჩევიან ლანდშაფტით, კულტურითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.

მსოფლიოს 115 ზღაპრული სოფლის ნუსხაში დასახლებები მთელი მსოფლიოდანაა შეყვანილი. ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ულამაზესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი - უფლისციხე.

სიაში ასევე ვხვდებით გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების საოცარ ადგილებს.

წყარო ...