რა მიზნით ტარდება ძვლის ტვინის ბიოფსია?

რა მიზნით ტარდება ძვლის ტვინის ბიოფსია?

რა არის ძვლის ტვინის ბიოფსია?

ძვლის ტვინის ბიოფსია არის პროცედურა, რომლის დროსაც იღებენ ძვლის ტვინის ნიმუშს - შემდგომში ამ ქსოვილს ლაბორატორიაში იკვლევენ.

კვლევა შესაძლოა დაინიშნოს სისხლის დაავადებების, კიბოს ან სხვა პათოლოგიების დიაგნოსტირების მიზნით.

პროცედურა მოითხოვს საშუალოდ 30 წუთს და როგორც წესი, არ საჭიროებს პაციენტის ჰოსპიტალიზირებას.

რა არის ძვლის ტვინი?

ძვლის ტვინი სისხლმბადი ორგანოა და მდებარეობს ძვლის ღრუში, შეიცავს რბილ ქსოვილსა და სითხეს.

ძვლის ტვინის 2 ტიპი არსებობს: წითელი და ყვითელი. წითელი ძვლის ტვინი შეიცავს სისხლის უჯრედებს, რაც გარდაიქმნება სისხლის წითელ უჯრედებად, სისხლის თეთრ უჯრედებად ან თრომბოციტებად. ყვითელი ძვლის ტვინი, ძირითადად, ცხიმისგან შედგება, მოიცავს ღეროვან უჯრედებს, რომელიც შესაძლოა გარდაიქმნას ხრტილად, ცხიმად, ძვლის უჯრედად.

ძვლის ტვინის ბიოფსია შესაძლოა დაინიშნოს შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის:

  •  ანემია;
  •  ლეიკოპენია და ლეიკოციტოზი;
  •  თრომბოციტოპენია და თრომბოციტოზი;
  •  პოლიციტემია ვერა;
  •  ლეიკემია;
  •  ლიმფომა;
  •  მრავლობითი მიელომა;
  •  მეორეული კიბო;
  •  მიელოფიბროზი.

ძვლის ტვინის ბიოფსია შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ქრომოსომული პათოლოგიებისა და ვიტამინდეფიციტური პროცესის გამოსავლენად.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/17735-bone-marrow-biopsy