ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 29 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 66 005 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 376 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 750 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 882 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 33 481 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 193 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 690 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 156 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 064 და დაიღუპა 39, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 3 003 და დაიღუპა 84 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 017 ადამიანი და დაიღუპა 22.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: