29 აპრილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

29 აპრილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 29 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 66 005 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 376 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 750 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 882 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 33 481 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 193 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 690 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 156 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 064 და დაიღუპა 39, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 3 003 და დაიღუპა 84 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 017 ადამიანი და დაიღუპა 22.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200429-sitrep-100-covid-19.pdf?sfvrsn=bbfbf3d1_6