სტაფილოკოკური ინფექცია - დიაგნოსტირებისა და  მკურნალობის მეთოდები

სტაფილოკოკური ინფექცია - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

რომელი დიაგნოსტიკური მეთოდებით დასტურდება სტაფილოკოკური ინფექციის დიაგნოზი?

სტაფილოკოკურ ინფექციას სტაფილოკოკის ბაქტერია იწვევს.

აღნიშნული ბაქტერია, როგორც წესი, გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის კანსა და ცხვირში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სტაფილოკოკის ბაქტერია არ იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ან კანის მსუბუქი ინფექციის სახით ვლინდება. თუმცა ზოგჯერ სტაფილოკოკური ინფექცია შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს, მაგალითად, თუ ბაქტერია ორგანიზმში ღრმად შეიჭრება და შეაღწევს სისხლში, სახსრებში, ძვალში, ფილტვებში, გულში.

ინფექციის სიმპტომები მრავალფეროვანია, სიმპტომური მიმდინარეობის ხარისხი და ნიშნები დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავესა და მდებარეობაზე.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  •  სხეულის ფიზიკური შემოწმება. ექიმი დაათვალიერებს კანის წყლულებს, შეწითლებულ არეს, დაინტერესდება ხომ არ გაწუხებთ რამე სხვა სიმპტომი;
  •  სისხლის ანალიზი;
  •  შარდის ანალიზი;
  •  კანის გამოკვლევა;
  •  ექოკარდიოგრამა. ამ კვლევით ექიმი დაადგენს დაზიანდა თუ არა გული ინფექციის გამო;
  •  სხვა ტიპის ინსტრუმენტული კვლევა სიმპტომებისა და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკურნალობისთვის მოწოდებულია:

  •  ანტიბიოტიკოთერაპია;
  •  ჭრილობის დრენირება;
  •  სხეულიდან იმ ნებისმიერი სამედიცინო მოწყობილობის ამოღებაა საჭირო, რომელიც დაზიანდა ინფექციის გამო (მაგალითად, კათეტერი, ხელოვნური სახსარი, გულის ფეისმეიკერი).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/staph-infections/diagnosis-
treatment/drc-20356227