როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი?
ეს დისკომფორტი თითქმის ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობია.
რასაკვირველია, ყველაზე სწორი რეკომენდაციაა აფთიაქში შეიძინოთ შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი და პირველივე შესაძლებლობისთანავე პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასებინოთ სტომატოლოგს. ექიმთან მისვლა განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია აუცილებელი თუ ტკივილი გრძელდება 2 დღეზე მეტხანს.
თუმცა თუ გარკვეული ფაქტორების გამო აფთიაქში წასვლას ვერ ახერხებთ ან სახლში ტკივილგამაყუჩებელი არ გაქვთ, შესაძლოა დაგეხმაროთ სხვა მეთოდები.
ეფექტურია:
- ცივი საფენი ან ყინულით სავსე ქსოვილი ლოყაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიდეთ (იმ არეში, სადაც კბილის ტკივილი გაწუხებთ);
- პირის ღრუში თბილი მარილიანი წყალი გამოივლეთ;
- ნიორი დანაყეთ და ცოტა მარილი შეურიეთ, მიღებული მასა მტკივნეულ კბილზე დაიდეთ;
- პიტნის ფოთლები (ერთი ჩაის კოვზი საკმარისია) ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გაგრილებული სითხე პირის ღრუში გამოივლეთ;
- ალოე ვერას გელი მტკივნეულ არეში შეიზილეთ.