უნდა ვინერვიულოთ თუ არა?
მენსტრუაციის მოკლე პერიოდის ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლოა არაერთი მიზეზი იყოს.
თუ ციკლი ჩვეულზე ადრე დასრულდა და ამას ქრონიკული სახე არ აქვს, საშიში არაფერია. თუმცა თუ ყოველთვის ნორმალური ციკლი გქონდათ და სრულიად მოულოდნელად ხანგრძლივობა შემცირდა, რეკომენდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაამოწმოთ.
გინეკოლოგების განმარტებით, მენსტრუაციის ხანგრძლივობა საშუალოდ მოიცავს 3-5 დღეს. მოგეხსენებათ, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაბამისად, სისხლის რაოდენობა თუ დღეების ხანგრძლივობაც განსხვავებული.
თუ ყოველთვის მოკლე პერიოდის ციკლი გქონდათ ეს ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა თუ ეს თქვენი სხეულისთვის უჩვეულოა, სასურველია მიმართოთ ექიმს.
რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- ციკლი გახდა არარეგულარული;
- სისხლი შეიცავს მეოთხედზე მეტი სიდიდის შენადედს;
- არ გაქვთ მენსტრუაცია და მაინც გაწუხებთ ტკივილი მენჯის არეში;
- სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან;
- ძლიერი სისხლდენა;
- 3 თვე ან მეტი დროა, რაც არ გქონიათ ციკლი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/short-period#contacting-a-doctor