წლების განმავლობაში ცელიაკია ბავშვთა დაავადებად ითვლებოდა.
თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დაავადება ხშირად ვლინდება ზრდასრულებში და განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
როგორც მეიოს კლინიკის სტატიაში ვკითხულობთ, ყოველი 100 ზრდასრულიდან ერთს ცელიაკიის დაავადება აქვს.
რა უნდა იცოდეთ დაავადების შესახებ?
ცელიაკია წარმოადგენს იმუნურ რეაქციას საკვებში შემავალ გლუტენზე. თუ გაქვთ ცელიაკია, გლუტენის მიღება გამოიწვევს იმუნური სისტემის რეაქციას წვრილ ნაწლავში, რომელიც დროთა განმავლობაში ანთებით პროცესად გადაიქცევა. ამ რეაქციის დროს ზიანდება წვრილი ნაწლავის კედელი და ფერხდება საკვების შეწოვის პროცესი.
დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგრამ კლასიკურ ნიშნებს მიეკუთვნება: დაღლილობა, ანემია, დიარეა, მუცლის ტკივილი, წონის კლება. ხანდაზმული პაციენტები უჩივიან დისკომფორტს მუცლის არეში და შებერილობას - დაავადების დროს ამ ასაკის კატეგორიაში არ ვლინდება დიარეა.
დიაგნოსტირებისთვის საჭიროა სისხლის ანალიზი და წვრილი ნაწლავის ბიოფსია.
მკურნალობის მთავარი მიზანი დისკომფორტის შემსუბუქება და დაავადების გართულების პრევენციაა, რაც უმეტესად მიიღწევა გლუტენისგან თავისუფალი კვების რაციონით.
წყარო: