რომელ სიმპტომს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
შაკიკი ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომიც ძლიერი თავის ტკივილია. პაციენტი უჩივის პულსირებად, ფეთქვად, ძლიერ ტკივილს თავის ერთ ან ორივე არეში.
შაკიკის შეტევის ეპიზოდი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში ან მთელი დღეც კი. სამწუხაროდ, ტკივილი იმდენად ძლიერია, ადამიანს უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.
ცნობისათვის, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შაკიკის შეტევამდე ყალიბდება ერთგვარი აურის პერიოდი (იგი გამაფრთხილებელი სიმპტომია).
ნევროლოგები გამოარჩევენ შაკიკის 4 სტადიას, კერძოდ:
- პროდრომი (პროდრომული პერიოდი);
- აურა;
- შეტევა;
- პოსტდრომი.
საყურადღებოა, რომ ყველა ადამიანს არ უვითარდება ოთხივე, ანუ ყველა სტადია.
შაკიკის (თავის ტკივილისმიერი შაკიკი) სიმპტომებია:
- ძლიერი თავის ტკივილი;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, ხმაზე, სუნზე;
- გულისრევა და ღებინება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მუცლის ტკივილი;
- უმადობა, მადის დაქვეითება;
- ოფლიანობა (პაციენტს ცხელა) ან პირიქით კანკალი (პაციენტს აქვს სიცივის განცდა);
- ფერმკრთალი კანი;
- დაღლილობა;
- თავბრუსხვევა და ბუნდოვანი მხედველობა;
- შერბილებული სკალპი;
- დიარეა (იშვიათად);
- სიცხე (იშვიათად).
შაკიკის სხვა სტადიების დროს ვლინდება დამატებითი ნიშნები, მაგალითად:
- გაღიზიანება;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- ხშირი შარდვა;
- დაბუჟება;
- სისუსტე სხეულის ერთ არეში;
- კისრის ტკივილი;
- კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/5005-migraine-headaches