ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 28 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 76 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 932 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 27 313 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 904 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 39 087 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 722 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 305 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 157 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 264 და დაიღუპა 40, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 288 და დაიღუპა 93 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 769 ადამიანი და დაიღუპა 16.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: