თუ თქვენი პარტნიორი ექიმია

თუ თქვენი პარტნიორი ექიმია

თუ თქვენს ოჯახში ექიმი ცხოვრობს, სტატიაში წარმოდგენილი თითქმის ყველა დეტალი ნაცნობი იქნება.

აი, რას უნდა ელოდოთ თუ თქვენს მომავალს მედიკოსს დაუკავშირებთ:

  •  ექიმი ყურადღებიანი, კარგი მსმენელია. მედიკოსი დღის დიდ მონაკვეთს პაციენტებთან და პაციენტების ახლობლებთან ურთიერთობას უთმობს, შესაბამისად, დიდი გულისყურით მოისმენს თქვენს საუბარს, არც პრობლემის მოგვარებაზე იტყვის უარს;
  •  მზად უნდა იყოთ ყოველდღიური რეკომენდაციებისთვის, მაგალითად, კომენტარები კვების რაციონთან დაკავშირებით, ფიზიკური აქტივობის სასარგებლო თვისებებზე და სხვა. თუ გსურთ თავი სამედიცინო უნივერსიტეტის ლექციაზე იგრძნოთ, რესტორანში ცხიმიანი, კალორიებით სავსე კერძი შეუკვეთეთ - ექიმი პარტნიორი დეტალურად განგიმარტავთ თუ რა მავნებელი ზეგავლენა აქვს თქვენს საყვარელ საკვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კანზე, ტვინის ფუნქციონირებაზე, სისხლის
  • სათანადოდ მიმოქცევის უნარზე და სხვა;
  •  ექიმს ძალიან უყვარს სამსახურზე საუბარი;
  •  ექიმი დღისა და ღამის დიდ მონაკვეთს კლინიკაში ატარებს, შესაბამისად, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს თეთრ ხალათში - იშვიათად რომ მედიკოსის გარდერობი მრავალფეროვანი სამოსით იყოს სავსე; უმეტესად მისი სამოსი პრაქტიკულია და რაც მთავარია კანის სტრუქტურისთვის სასარგებლო;
  •  ყოველთვის მზად იყავით მოულოდნელი ზარისთვის - დიახ, თუ ერთი წუთით ექიმი მეუღლე თქვენთან ერთად აუზზე ირუჯება, მეორე წუთში უკვე ემერჯენსის ზარს პასუხობს და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სიცოცხლის გადასარჩენად მიემართება;
  •  ექიმს, როგორც წესი, უწევს რთულ სამუშაო რეჟიმში ცხოვრება, უდიდესი პასუხისმგებლობის ხელში აღება და სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შედარებით სწორედ მედიკოსმა იცის გართობის ფასი. დიახ, ძალიან იშვიათად უწევთ წვეულებაზე ყოფნა, თუმცა როცა ამის შესაძლებლობა აქვთ ყველაზე კარგად სწორედ ექიმები ერთობიან;
  •  სამწუხაროდ, ყველა რომანი არ სრულდება ბედნიერი ფინალით და თუ ექიმ შეყვარებულთან დაშორება მოგიწევთ ნუ დაელოდებით ცრემლიან ზარებს, დარდისგან დანაღვლიანებულ თვალებს; არ იფიქროთ რომ არ ნანობს, უბრალოდ მას ამ საკითხზე ფიქრისთვის დრო არ აქვს - დილით სამედიცინო კონფერენცია, შუადღეს კონსულტაციები, საღამოს გეგმიური
  • თუ ურგენტული ოპერაციები, ზოგიერთი პროფილის ექიმს ღამით მორიგეობაც კი უწევს;
  •  ექიმებს ურჩევნიათ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდეთ კოლეგებთან, რადგან ხშირად, სხვა პროფესიის წარმომადგენლებს მათი უბრალოდ არ ესმით (სასიყვარულო ურთიერთობაზეა საუბარი);
  •  ექიმებს იშვიათად აქვთ დრო მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის;
  •  თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელთაც თითქმის ყველა დეტალის წინასწარ გათვლა უყვართ, ექიმთან რომანს ნუ გააბამთ. შვებულების დროსაც კი არსებობს იმის ალბათობა, რომ საყვარელ ადამიანს სრულიად მოულოდნელად კლინიკაში დაბრუნება მოუწიოს;
  •  წვეულებაზე, კონფერენციაზე, მუზეუმში ყოფნისას შემაწუხებელი, ხშირი ზარი გესმით? დიახ, დიდი ალბათობით მობილური ექიმს ეკუთვნის - პაციენტები მკურნალ ექიმს უკავშირდებიან;
  •  თუ გსურთ ცხოვრება საინტერესო გახდეს, სთხოვეთ პარტნიორს გაიხსენოს ყველაზე რთული, იშვიათი კლინიკური შემთხვევები;
  •  თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმია უკვე გეცოდინებათ თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე, მიღწევებზე და იმ არაერთ საკითხზე, რომელიც სხვა პროფესიის წარმომადგენელმა უბრალოდ არ იცის;
  •  თუ ხანგრძლივ, სტაბილურ და სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იდეალური ვარიანტია.

წყარო:
https://www.bonobology.com/date-a-doctor-atleast-once/