ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 27 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 85 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 982 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 29 659 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 307 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 45 674 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 453 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 347 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 104 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 482 და დაიღუპა 15, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 214 და დაიღუპა 77 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 154 ადამიანი და დაიღუპა 26.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: