26 აპრილი - რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის შესახებ?

26 აპრილი - რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის შესახებ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 26 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 84 900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 006 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 27 185 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 756 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 47 338 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 960 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 137 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 170 და დაიღუპა 37, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 773 და დაიღუპა 89 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 819 ადამიანი და დაიღუპა 27.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200426-sitrep-97-covid-19.pdf?sfvrsn=d1c3e800_6