ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 26 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 84 900 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 006 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 27 185 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 756 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 47 338 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 960 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 137 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 170 და დაიღუპა 37, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 773 და დაიღუპა 89 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 819 ადამიანი და დაიღუპა 27.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: