რატომ ყალიბდება ჰანტინგტონის დაავადება?
ჰანტინგტონის დაავადება იშვიათი, მემკვიდრული პათოლოგიაა, რომელიც იწვევს ტვინის ნერვული უჯრედების პროგრესირებად დარღვევას.
პაციენტს აქვს ფსიქიატრიული პრობლემები, პათოლოგიური პროცესის ფონზე ირღვევა მოძრაობისა და ფიქრის უნარი.
დიაგნოზი ხშირია 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებში.
შეუძლებელია ფიზიკური, მენტალური და ქცევითი უნარების დაქვეითების რისკის პრევენცია, თუმცა მედიკამენტური თერაპიით შესაძლებელია გარკვეული სიმპტომების მართვა.
გამომწვევი მიზეზი
ჰანტინგტონის დაავადება ყალიბდება თანდაყოლილი გენის მუტაციის გამო - ორგანიზმში დაავადების განვითარებისთვის საკმარისია ერთი პათოლოგიური გენის არსებობაც კი.
დაავადების ჩამოყალიბების შემდეგ პაციენტის ფუნქციური უნარები თანდათან, დროთა განმავლობაში უარესდება, მწვავდება.
პათოლოგიური პროცესის პროგრესირებისა და ხანგრძლივობის ვადა განსხვავებულია.
ძალიან საყურადღებოა პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს დეპრესია, შესაბამისად, ადამიანი აუცილებლად უნდა დარჩეს ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ამასთან, პაციენტს დახმარება სჭირდება ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში, ხოლო გვიან სტადიაზე, სამწუხაროდ, პირს უკვე უჭირს საუბარი და მოძრაობის დაქვეითებული უნარის ფონზე ლოგინში წევს.
ჰანტინგტონის დაავადების დროს ზოგიერთ პაციენტს ესმის თუ რას ეუბნებით და ოჯახის წევრებს, მეგობრებს ცნობს, თუმცა ზოგიერთი პირი ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი ვერ იხსენებს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/huntingtons-disease/symptoms-
causes/syc-20356117