რა არის პოლიმორფული გამონაყარი სინათლეზე?
ეს არის გამონაყარი, რომელიც მზის გამო ჩნდება; ვითარდება მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში.
გამონაყარი, ძირითადად, წითელია. ასევე ჩნდება მცირე ზომის ამობურცულობები ან ოდნავ ამობურცული ლაქები კანზე.
გამონაყარი ხშირია გაზაფხულზე ან ზაფხულში. სხვა სეზონზე გამონაყარის განმეორებითი ეპიზოდები იშვიათია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამონაყარი ქრება 10 დღეში. თუმცა მწვავე მიმდინარეობის დროს აუცილებელია გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობა.
სიმპტომები
გამონაყარი ჩნდება მზის სხივებთან კონტაქტიდან 30 წუთში ან რამდენიმე საათის შემდეგ.
როგორც წესი, პროცესი ვრცელდება სხეულის იმ არეზე, რომელიც ზაფხულში მოშიშვლებულია, ანუ მზეს კანთან პირდაპირი შეხება აქვს, მაგალითად, გულმკერდი, კისერი, მკლავები.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- ბებერები;
- წითელი, წამოწეული უხეში ლაქები;
- ქავილი;
- წვის შეგრძნება.
იშვიათად, თუმცა ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად: სიცხე, კანკალი, თავის ტკივილი, გულისრევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/polymorphous-light-
eruption/symptoms-causes/syc-20355868